воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეორე მოდული: სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
მე-III დღე--  დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. გამოვყავის 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები.   განვსაზღვრეთ სტანდარტები და  მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები.შევავსეთ სასწავლო გეგმის შაბლონის  ეს ნაწილი. აგრეთვე გავეცანით ncp.ge ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალს.

მე-IVდღე --თვალი გადავავლეთ გზამკვლელში მოცემულ მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვების ნიმუშებს და გავაკეთეთ  მიმართულებების მომცემი საკვანძო კითხვების მონახაზი, გამოვყავით ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.გავუზიარეთ ერთმანეთს და გავითვალისწინეთ შემოთავაზებები. ამის შემდეგ შევინახეთ საქაღალდეში სასწავლო  პროექტის გეგმა.აგრეთვე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი. დავიწყეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველიდღე:   
  გავეცანით როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლის პროცესში, როგორ დაეხმარება მოსწავლეებს პროექტებით სწავლება . გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევებს. შევქნმენით  პორთფოლიოს  საქაღალდე. გავეცანით რამოდენიმე გეგმის შაბლონს და პროექტების ნიმუშებს და აპირველი დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.აგრეთვე გავეცანით  პორთფოლიოს ჩეკლისტებს.
მეორე დღე:

 განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული მიდგომები. დავათვალიერეთ პროექტებთან  დაკავშირებული  გაზეთები , ბროშურები , პლაკატები .ვისწავლე როგორ გამოვიყენოთ შაბლონი საკუთარი პროექტისთვის. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი.ბოლოს გავიარეთ რეგისტრაცი და შევქმენით პირადი ბლოგი.