суббота, 19 марта 2016 г.

მეცხრე დღე  ძალიან საინტერესოდ წაიმართა. წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები.გადავხედეთ პორტფოლიოს და მოვახდინეთ  პრეზენტაცია მეგობრებისათვის. მივიღეთ საინტერესო უკუკავშირი. მოვახდინეთ პორტფოლიოს ატვირთვა დრაივზე და გამოვაქვეყნეთ.
მადლობა ინტელს ასეთი ბევრის მომცველი ტრენინგისთვის და განსაკუთრებით  მადლობა ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს ტრენინგის სასიამოვნოდ და საინტერესოდ წარმართვისათვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

მეცხრე დღის ბოლოს გამოვაქვეყნთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 13 марта 2016 г.


ეს დღეც საინტერესო და შემოქმედებითი იყო. პროექტის გეგმა თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ.შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფები. ნაწილობრივ ვიმუშავე პროცედურაზეც. მის შემდეგ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები ავტვირთეთ Google drive–ში და გავაზიარეთ ჯგუფში, რის შემდეგაც მისი ბმული ჩავსვით რეფლექსიის ბლოგზე.გავეცანით რედაქტირების პროცესს.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

суббота, 12 марта 2016 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია.
aამ მოდულში ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის სავარუდო ნაშრომის  ვერსიები.შევქმენის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა. გადავხედეთ  პროექტების შეფასებებს.შევადგინეთ  ჩემი თემის შესაბამისი  ვ-მ-ვ  , ჯგუფის თანამშომლობითი შეფასება, პრეზენტაციის ჩეკლისტი და  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
ვისაუბრეთ განმავითარებელ შეფასებებზე. 

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია:

ამ  მოდულში ვიმსჯელეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი ჩვენი თემისთვის. როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება. დავგეგეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია. გადავხედეთ გზამკვლელში მოთავსებულ რამდენმე პროექტის  და მოსწავლის სავარაუდო  პრეზენტაცის  ნიმუშს .გადვხედეთ საინტერესო თემებს შინაარსის და კლასის მიხედვით. მოვისმინეთ უკუკავშირი კოლეგებისგან . გავიხსენეთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა და საპრეზენტაციო პროგრამა poverpoint-ი .

суббота, 5 марта 2016 г.

რეფლექსია

მეხუთე დღეს  დავასრულეთ  დროში გაწერილი შეფასების გეგმის შევსება.
შემდეგ დავიწყეთ მესამე მოდულის განხილვა . წყვილებში მოვახდინეთ  პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია, მივიღეთ უკუკავშირი კოლეგებისაგან. გამოვიყენეთ 3-2-1 სტრატეგია. შემდეგ განვსაზღვრეთ რომელ აქტივობებს გამოვიყენებთ  21-ე საუკუნის უნარების მისაღწევათ. როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი საჭირო ინფორმაციისა და სასწავლო რესურსების მისაღებად . როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.